მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ფორუმის წესები!

edited November 2014 in ფორუმი
ფორუმით სარგებლობით მომხმარებელი თანხმდება რომ საქართველოს კანონმდებლობასთან და საზოგადოებრივად გავრცელებულ ეთიკურ ნორმებთან ერთად დაიცავს ფორუმის წესდებას. ფორუმის წევრი რომელიც დაარღვევს აღნიშნულ წესებს სანქცირდება გაფრთხილებით, წაშლით, IP ბანის დადებით ან სხვა ტექნიკური შეზღუდვის საშუალებით.

1. დაპოსტეთ შესაბამის განყოფილებაში, გამართული და პრობლემის აღმწერი სათაურით (მაგ: "კლავიატურის პრობლემა iOS 7.1-ზე"), გრამატიკულად სწორი ქართულით და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებით.

2. არ გამოიყენოთ და დაარეპორტეთ უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვები და 'სიძულვილის ენით' საუბარი, თუნდაც დაფარული / კოდირებული სიტყვებით. ასევე მსგავსი და ამორალური შინაარსის მქონე ფოტოსურათები, ვიდეო/აუდიო ჩანაწერები და სხვა ციფრული მატერიალები.

3. თავი შეიკავეთ თემებში უშინაარსო პოსტებისგან, ე.წ. "ჩატაობისგან", ფლუდინგისგან, ტროლინგისგან და ა.შ.

4. ფორუმზე პოსტის სათაური და შინაარსი შეიძლება ჩასწორდეს / გაიმართოს ადმინისტრატორის მიერ მისი გაუმჯობესების მიზნით (ძირითადად დასმულ შეკითხვებში). ფორუმზე არსებელი მომხმარებელი, პოსტი, განყოფილება და ა.შ. შეიძლება მოდიფიცირდეს ან წაიშალოს მომხმარებელთან შეუთანხმებლად.

5. იკრძალება პირატული, სამუშაო გარემოსთვის შეუსაბამო (NSFW), მოზარდებისათვის შეუსაბამო ტექსტურ / ვიზუალური კონტენტი და ლინკები.

...

წესები დამუშავების პროცესშია და პერიოდულად განახლდება
Sign In or Register to comment.