მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ზოგადი კითხვები ძრავებზე და საკუთარ ონლაინ მაღაზიაზე

გამარჯობა დევი , გავეცანი შენ სტატიას "როგორ შევქმნათ საკუთარი ვებსაიტი" , აშკარად საინტერესო იყო და ბევრი რამ გავიგე , თუმცა მაინტერესებს რამოდენიმე რამ . "ანუ ააწყო საკუთარი საიტის კონსტრუქცია აუცილებლად საჭიროა იცოდე ვებ-პროგრამიერების ენები როგორიცაა HTML, PHP, MySQL და ა.შ. თუმცა ეს უფრო ისეთ კომპანიებს ან პიროვნებებს სჭირდებათ რომელსაც ესაჭიროებათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ვებსაიტები."

1) ზუსტად ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მაინტერესებს როგორ გაგრძელდებოდა შენი სტატია .

2) მაინტერესებს ძრავის ხელით დაწერაზე რას იტყვი ონლაინ მაღაზიისთვის ? ვიცი რომ ბაგები აქვს თუმცა თუ არის შესაძლებელი რომ ეს ბაგები ხელით დაწერის შემთხვევაში 0 მდე დავიდეს ?

3) ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ვებსაიტებისთვისაც იგივეს დაწერდი ? და საერთოდ mymarket.ge ს სტილის თუმცა ბევრად მაგარი საიტი დაახლოებით რა ფასები ჯდება ?

და ბოლოს

4) მაინტერესებს მაგალითად ონლაინ მაღაზიის კატეგორიების მოდულებს თუ აქვს სახელები , თუ არის შესაძლებელი რომ სადმე ვნახო და გავეცნო , და იგივე კითხვა მაქვს სხვა მოდულებთან დაკავშირებითაც.

Comments

  • სალამი,

    1) ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ საიტს სჭირდება დეველოპერი რომელიც მოახერხებს უპასუხოს ამ მოთხოვნებს და შესაბამისი ვებსაიტი ააწყოს. ამას საკუთარი ძალებით მხოლოდ რამდენიმე თვიანი სწავლების და პრაქტიკის მერე მოახერხებ.

    2) საკუთარ დაწერილს უფრო კარგად იცნობ ავტორი. თუმცა მიმაჩნია რომ თუ მაინცდამაინც საოცარი მოთხოვნები არ გაქვს ან მილიონობით მომხმარებელი არ გყავს, ჯობს მოკლედ მოჭრა და უკვე მზა ძრავა გამოიყენო. ბიზნესსაც არგებს წესით.

    ბაგების დაყვანა მინიმუმამდე შესაძლებელია კარგი პროფესიონალის ხელში.

    3) სამწუხაროდ ფასი ესე ადვილად არ დგება. ეცადე მიწერო საქართველოში მოქმედ ვებ-დეველოპერებს და სტუდიებს. ისინი უკეთესად გაგარკვევენ ფასებში და ა.შ.

    4) სტატიაში საუბარია Wordpress ძრავაზე. ამ ძრავაზე არსებობს რამდენიმე მოდული. ერთ-ერთია მაგალითად WooCommerce. დანარჩენების მოძებნაში გუგლი დაგეხმარება.
Sign In or Register to comment.