ფორუმზე რეგისტრაცია ახლა უკვე Google Account-ითაც არის შესაძლებელი!
მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

nic.net.ge რეგისტრაციის შემდეგ...

გამარჯობათ, აღნიშნული საიტის საშვალებით გავაკეთე უფასო დომენი და ამ რეგისტრაციის დროს აუცილებელი იყო ns სერვერების გაწერა.. ნუ ეს გავაკეთე კი მე და ამის შემდეგ ცოტა მიჭირს უკვე წინ წასვლა და იქნება ცოტათი დამეხმაროდ და რაღაც სიის მსგავი მითხრათ თუ რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ შემექმნას საიტი ასევთქვად : )) (ბოდიში ისე შეიძლება პოსტი არასწორ კატეგორიაში განვათავსე) P.s ამ ყველაფრის მერე დომენს რომ ვხსნი ასეა :D image

Comments

  • თუ ჩვენი სტატიებში მოცემულ ინსტრუქციებს მიყვებოდით საიტის შესაქმნელად, მაშინ სავარაუდოდ ძრავის ინსტალაცია გინდათ რაც ამ სტატიაშია აღწერილი http://pcmania.ge/development-design/rogor-davayenot-wordpress/

    გთხოვთ უფრო დეტალური კითხვები მოიწეროთ.
  • edited September 2015
    მადლობა ეს კარგი სტატია მართლა და აუცილებლად დამეხმარება ვხვდები მაგრამ ერთი ის არის რომ სანამ ამ ყველაფერის გაკეთებას დავიწყებდე აქამდე ხომ უნდა მივიდე და ახლა ჩემი პრობლემა ის არის თუ როგორ გავაკეთო და დავარეგისტრირო ჩემი გაკეთებული დომენი უფასო ჰოსტინგ სერვერზე? (ჯერ კიდევ ჰაერში ვარ და ინტერნეტ სივრცე მჭირდება) ძაან გთხოვ ამაში გამარკვიე და მირჩიე რომელი საიტია ამისთვის კარგი და მერე უკვე ამ სტატიით ხელმძღვანელობას დავიწყებ : ))
  • უფასო ჰოსტინგებს აზრი არ აქვს, უბრალოდ დაიტანჯებით პროცესში და სინამდვილეში ვერაფერს ვერ ისწავლით.

    ერთჯერადი დაგუგვლით საკმაოდ იაფი გამოსავალი აღმოვაჩინე ქართულ ჰოსტინგებში. არ ვიცი რამდენად ხარისხიანია სერვისი მაგრამ სავარჯიშოდ და სასწავლო მიზნებისთვის არ იქნება ურიგო 2-3 ლარის გადადება თვეში. ეს ორი სერვისი მაგ ფასად გთავაზობთ ჰოსტინგს:

    http://besthost.ge/

    და

    https://www.ini.ge/web-hosting/
  • მადლობა დიდი, საკმაოდ იაფია და იმედია ხარისხიც ძაან ცუდია არ იქნება... ნუ პრინციპში ჯერ ამაში მაინც ვერ გავერკვევი : D ...ერთი კითხვაც ამაზე... 1გბ სივრცე როგორ ფიქრობ როგორი ფორმატის საიტის ეყოფა ამდენი ადგილი? მაგალითად მუსიკის საიტს? ან ტორენტ საიტს? მართალია ყველაფერი ფაილზე დამოკიდებული რასახის, ზომის იქნება მაგრამ მაინც მაინტერესებს ასე ვთქვად რაგაც ზოგადი წარმოდგენა რომ მქონდეს 1გბ ინტერნეტ სივრცეზე. მადლობა დახმარებისთვის : ))
  • პ.ს .... ახალი პოსტის დაწერა მინდოდა და კატეგორია ვერ შევურჩიე შესაბამისი და ისევ აქ დავწერ :/ ... დიდიხანია მინდა გაკეთება ლინკის რომლის გაშვების შედეგად მოგცემს ეგრევე რამე ფაილს... ანუ ყოველგვარი "download" დაჭერების გარეშე ვგულისხმობ...რომ გავაკეთო რამე ლინკი ფაილის მისამართი და იმის გაშვების შემდეგ ეგრევე ვარდებოდეს სისტემაში ფანჯარა გადმოწერის შესახებ... და შევძლებ ამის გაკეთებაას ? კიდევ უფრო მადლობელი დაგრჩები თუ ამაზეც მიპასუხებ. მადლობა მართლა.
  • edited October 2015
    1GB სივრცე საკმარისია პატარა ვებსაიტებისთვის როგორიცაა კომპანიის ვებსაიტი, პირადი ბლოგი ან რამე პროდუქტის შესახებ გვერდი.

    მუსიკალურ საიტებს, ფლეშ თამაშების პორტალებს, ტორენტ პორტალებს, დიდ ფორუმებს და ა.შ. გაცილებით დიდი სივრცე და რესურსები სჭირდება მასშტაბების შესაბამისად.


    მეორე კითხვას მგონი მივხვდი მაგრამ სამწუხაროდ არ გამაჩნია კონკრეტული პასუხი. გარკვეული მეთოდების შედეგად ალბათ შესაძლებელია რომ ლინკზე დაჭერისას მომხმარებლის დაუკითხავად ბროუზერმა სადმე რამე ფაილი ჩაწეროს მაგრამ სავარაუდოდ ეს ყველაფერი "მავნებლობის" კლასში გადის და ყველა ბროუზერი ცდილობს ამოქოლოს მსგავსი შესაძლებლობა მავნებელი საზოგადოებისთვის :) (პ.ს. მიუხედევად იმისა რომ პირადად თქვენ შეიძლება უვნებელი ფაილის დაუკითხავათ ჩაწერა გსურდეთ ვინმეს სისტემაში)
  • არა მართალი გითხრა ცუდი მიზნებისთვის არ მინდა ეს დამიჭერე და კიდევ როგორც შენ აღნიშნე მთლად ეგრეც არ მიგულისხმია მე რომ სიტყვაზე ლინკი ჩააგდო ბრაუზერში და ეგრევე წამოვიდეს გადმოწერა დაუკითხავად "ბრაუზერისა". :X არა...ასე არა... იყოს ლინკი რომლის გახსნის შემთხვევაში ვარდებოდეს ბრაუზერის გადმოწერის ფუნქცია და მეკითხედბოდეს ბრაუზერი ამით ამ ლინკზე არსებული პროგრამა თუ ფაილი გადმოვწერო და სად გადმოვწერო... ამას ვგულისმობ და არა იმას გავხსნა ლინკი და ეგრევე ჩუმად წამოვიდეს რამე ფაილი...ვიცი ამას დაწვრილებით ვერ ამიხსნი თუ როგორ გავაკეთო მაგრამ რამე საწყილი ეტაპი მაინც მითხარი ელემენტალური მაინც რომ მოვძებნო ინტერნეში ამაზე თუ როგორ გავაკეთო ასე კონკრეტულად. მადლობა წინასწარ კიდევ : )))
  • ამ შეკითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს, უბრალოდ ძირითადი შესავალი უნდა იცოდეთ როგორ მუშაობს ჰოსტინგი.

    როცა შეიძენთ ჰოსტინგს, გადაიკითხავთ ჩვენს სტატიებს და საბოლოოდ ყველაფერი ხელთ გეჭირებათ, გადახედეთ ამ ვიდეოებს და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ გაგება როგორ ატვირთოთ ფაილი ჰოსტინგზე, შემდეგ როგორ გაიგოთ იმ ფაილის მისამართი და ეგაა.. იმ მისამართზე შესვლისას ბროუზერი ავტომატურად შეგეკითხებათ სად გადმოწეროს ფაილი.

    ესეც ვიდეოები:

    https://www.youtube.com/results?search_query=upload+files+on+ftp

    მოკლედ ჯერ აუცილებლად წაიკთხეთ, შექმენით, უყურეთ, გაიმეორეთ და თუ მაინც რამე კითხვები გაჩნდა (და სავარაუდოდ უნდა გაჩნდეს) დაპოსტეთ. წარმატებები.
  • ხო აი ეს მაინტერესებდა და თურმე ეს ჩემი მეორე კითხვაც ჰოსტინგთან დაკავშირებული აღმოჩნდა... მადლობა.. ახლა უკვე გასაგებია ყველაფერი... მადლობა )))
This discussion has been closed.