მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ინოვაციების ბანაკი 2014 ! (დედლაინი 25 ივლ 2014)

image

გიფიქრიათ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, რომ მოხვდეთ ადგილზე,

> სადაც მხოლოდ ინოვატორები არიან
> სადაც მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლილებებს გეგმავენ
> სადაც არ არსებობს ბარიკადები ქმედებაში და აზროვნებაში
> სადაც რასაც ამბობენ, აკეთებენ
> სადაც არ არსებობს სტოპერი სიტყვები (მაინც არ გამოვა; კარგი რა მოგცლია; საქართველოა აქ არ იმუშავებს....)

გიფიქრიათ როგორ შეიცვლებოდა თქვენი საქმიანობა და როგორ შეიცვლებოდით თქვენ მსგავს ადგილზე?

"საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო" და "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი" გიწვევთ ინოვაციების ბანაკში, 2014 წლის16-21 აგვისტოს.

ინოვაციების ბანაკის მიზანია, აღმოვაჩინოთ ინოვატორები საქართველოს მასშტაბით და 6 დღის განმავლობაში აქტიური მუშაობით შევქმნათ ინოვატორების კავშირი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციურ განვითარებას და გახდება წინაპირობა ინოვაციური სტარტაპების.

ბანაკში მოეწყობა პირველი "Make-a-Thon" საქართველოს ისტორიაში. სადაც ტექნიკური, ჰუმანიტარული და ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტები იფიქრებენ ახალ იდეებზე და პროექტებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბანაკის განმავლობაში თქვენ

> აღმოაჩენთ ინოვაციების შესაქმნელად საჭირო შესაძლებლობებს;
> შეისწავლით ინდივიდისა და გუნდის მოტივაციის შექმნის მექანიზმებს;
> შეისწავლით თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სწორად გამოყენებას;
> შეისწავლით მენეჯმენტისა და ბიზნესის მართვის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს;
> აღმოაჩენთ 0-დან ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას;
> გაგიზიარებენ გამოცდილებას ცნობილი ინოვატორები და მეწარმეები;
> თქვენ აღმოაჩენთ სხვა ინოვატორებს და ჩაუყრით საფუძველს თქვენს სტარტაპებს;
> გაერთობით, განვითარებით;

ბანაკში მოხვედრა ადვილია თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:

> ხართ ინოვატორი
> ხელს უწყობთ ინოვატორებს
> ხართ ინოვატორების ძიებაში
> ხართ ასაკით 18 დან 23 წლის ჩათვლით
> იცით ინგლისური სასაუბრო დონეზე

ბანაკში მოსახვედრად საჭიროა მხოლოდ 3 (სამი) ნაბიჯის გადადგმა:

1. შეავსეთ ქვემოთ მოცემული მცირე სააპლიკაციო დოკუმენტი (https://docs.google.com/forms/d/1Il8azdzAjHE-HapSGeLrcVi0cA74sHmsPSTKB2ZRcQ0/viewform] )
2. აპლიკაციის შევსების შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი ორიგინალური (!) ფოტო ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე (აკრძალულია 3/4 და/ან ბუნდოვანი სურათი, სადაც თქვენ არ ჩანხართ ). P.S. სურათს დააწერეთ თქვენი სახელი გვერი.
3. გასაუბრება

ბანაკი არის უფასო.

მხოლოდ ინოვატორები (ანუ შერჩეული მონაწილეები) მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ბანაკის შესახებ:

>ბანაკის ადგილმდებარეობა
>ბანაკის პროგრამა
>საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები
>საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები
>მომავალი პერსპეტივები


აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 25 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

გიორგი კინწურაშვილი
555 28 18 68

თამარ კერესელიძე
557 10 22 33
595 05 74 51
Sign In or Register to comment.