მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კლავიატურაზე ASDFJKL - კლავიშები არ მუშაობს

გამარჯობა, ეს ჩემი პირველი პოსტია და თუ რამე შემეშალა ''გაფრთხილებას'' არ მომცემთ :D 

გადავიდეთ პრობლემაზე, რომელიც მეტად უცნაურია. ერთ მშვენიერ დგეს წყალი გადამესხა კლავიატურაზე. ამის გამო კლავიატურამ მუშაობა შეწყვიტა. მე დავშალე და გავწმინდე, როგორც შემეძლო, ASDFJKL; ამ კლავიშების გარდა ყველამ დაიწყო ფუნქციონირება. ვიფიქრე რომ წყალმა ისინი ძაან ''დააზიანა'' და არაფერი ეშველებოდათ, ამის გამო მომიწია მეკიდა ახალი კლავიატურა (სწორედ აქ დაიწყო დიდი უბედურება) შევაერთე კლავიატურა კომპიუტერს და ზუსტად იგივე კლავიშები არ მუშაობდა.(უან დაბრუნებაზე ვიფიქრე მაგრამ არ მიიგებდნენ თან გარანტიაჩ არ ქონდა :D) რამდენიმე საათის მერე ამ კლავიშებმა დაიწყეს მუშაობა. მაგრამ რამდენინმე საათში ისევ აურია. ასე გრძელდება ახლაც, ხანდახან მუშაობს. ვიფიქრე ვირუსი იქნება და Kaspersky-ის შევამოწმებინე, ვერაფერი იპოვა, შემდეგ Windows-ი გადავაყენე არც ამან მომჩა შედეგი. Safe mod-თ ჩავრთე მაგრამ აქაჩ არვიმუშავა. სხვა კომპზეც იგივეს შვება. ბოლოს ნაცნობ ხერხს მივმარტე და-google-ე, რაც ვნახეცეს იყო რომ კლავიატურა მტვერის გამო არ მუშაობდა. მაგრამ ახალს რა მტვერი უნდა ქონოდა? არც ეს დამეზარა მაგრამ შედეგი -0. საბოლოვოთ აქ პოსტის დაწერა გადავწკვიტე იმედია გამომეხმაურებით.

Comments

  • როგორც ჩანს ფიზიკური დაზიანებაა ჰარდვეარში.. სავარაუდოდ თვითონ პროცესორის ბლოკში.

    რომელი პორტით აერთებთ კლავიატურას? USB თუ PS/2 ?

    PS/2 ასე გამოიყურება:
    image

  • edited September 2014
    USB პორტით
  • შესაძლებელია უბრალოდ დამთხვევაა..

    იქნებ სხვა USB ან PS/2 კლავიატურა გეცადათ გატესტვის მიზნით. 


  • აუცილებლად ვცდი, მაგრამ იმ კლავიატურამაც თუ ვერ იმუშავა გამოვა პორტის ბრალია?
    დიდი მადლობა ყურადღებისთვის! 

  • თუ სხვა კლავიატურამაც არ იმუშავა, სავარაუდოდ

    1) პორტის ან კონტროლერის ბრალია
    2) გადაყენებულ სისტემაზეც არასწორი დრაივერი აყენია USB-ისთვის
    ან
    3) შესაძლებელია კლავიატურას აქვს თავისი სპეციალური დრაივერი

    მეტი ჯერჯერობით არ მაფიქრდება.. მოკლედ ჯერ გამორიცხვის მეთოდითაა სამუშაო.
  • Delux-ის ჯლავიატურაა, 2006 წლის დრივერით. ეს კლავიატურა არც Laptop-ზე მუშაობს. ისა გასაკვირი რომ ძველი კლავიატურა PS/2 პორტითაა და ზუსტად იგივე კლავიშები არ მუშაობს.
  • ნამდვილად უცნაური შემთხვევაა. მოკლედ ვცადოთ რაც ჩამოვწერე და თუ არა და რაიმე ახალ შენაძენზე ვიფიქროთ.
Sign In or Register to comment.