მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ვისაუბროთ ქრაუდფანდინგზე

აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ქრაუდფანდინგზე.

მომავალში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ საიტზე. ახლა მოკლედ შევაჯერებ გარკვეულ ცნობებს თემის გარშემო. გარკვეულ კითხვებზეც შემიძლია გაქცეთ პასუხები.

ზოგადი ინფორმაცია

ქრაუდფანდინგი (Crowdfunding) ერთერთერთი წარმატებული გზა გახდა სხვა და სხვა წამოწყებისთვის (ბიზნეს, სამეცნიერო, პირადი და ა.შ.) ინვესტიციების მოსაზიდად. მისი მთავარი არსი არის ის რომ, ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. რაც უფრო მეტ დამფინანსებელს დააინტერესებ, უფრო ზრდი შანსს რომ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა აგროვდეს.

გარკვეული დროის განმავლობაში (1-დან 60-დღემდე) დაინტერესებული დამფინანსებლები იდეის ავტორს (ან ავტორთა ჯგუფს, კომპანიას) ურიცხავენ თანხას. თანხის რაოდენობას დამფინანსებლები თავიანთი სურვილით განსაზღვრავენ. ძირითად შემთხვევებში, უმეტესი ქრაუდფანდინგის ვებსაიტი დაფუძნებულია ქველმოქმედების ან გარკვეული არაკომერციული სარგებელის პრინციპზე. ანუ, თუ ავტორი იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხას ააგროვებს, შეთანხმებისდა მიხედვით ან შემოწირულობად იტოვებს ან სანაცვლოდ დამფინანსებელს უგზავნის პროდუქტს. ასეთი ტიპის ვებსაიტებია: http://kickstarter.com და http://indiegogo.com

პროდუქტი შეიძლება იყოს პროექტის განხორციელების შედეგად გამოშვებული პროდუქცია, მომსახურება ან სიმბოლურად რაიმე საჩუქარი მადლობის ნიშნად. მცირე დამფინანსებელმა შეიძლება მიიღოს მადლობის ბარათი, როდესაც მსხვილმა დამფინანსებელმა პროდუქტის მთელი შეფუთვა და ოფიციალურად მოხსენიება პროექტის ვებსაიტზე. თავად ქრაუდფანდინგის ვებსაიტები შეგროვებული თანხის გატანისას იტოვებენ თავიანთ სარგებელს რომელიც დაახლოებით სრული თანხის 5%-ს შეადგენს.

ზოგიერთი ვებსაიტი იძლევა საშუალებას პროექტის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბებული კომპანიის წილი გაიცეს დამფინანსებელზე დარიცხული თანხის პროპორციულად ან მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოხდეს დამფინანსებელთან გარკვეული დროის განმავლობაში, დამატებით პროცენტული სარგებელთან ერთად (საბანკო სესხის პრინციპით). ასეთი ტიპის ვებსაიტია: https://www.fundable.com/

ქრაუდფანდინგისას ერთ-ერთი რისკია აგროვებისთვის მოცემულ დროში ვერ ჩატევა და პროექტისთვის საჭირო თანხის ვერ აგროვება. მაგალითად საჭირო იყო $10,000-ის აგროვება 30 დღიანი კამპანიით და შეგროვდა მხოლოდ $3000. ასეთ შემთხვევებში უმრავლეს ვებსაიტებზე, წესების მიხედვით პროექტი დაფინანსებულად არ ითვლება და ნაწილობრივად შეგროვებული თანხა უბრუნდებათ უკან დამფინანსებლებს.

Indiegogo-ს შემთხვევაში შესაძლებელია ამ რისკის გამორიცხვა, ვინაიდან საიტზე იძლევიან არჩევანის საშუალებას თანხის სრულად ვერ აგროვების შემთხვევაში მაინც დავიტოვოთ თანხა, გატანის საკომისიოს 9%-მდე გაზრდის სანაცვლოდ (როდესაც სრულად აგროვების შემთხვევაში იქნება 5%).

თანხის სრულად აგროვების შემთხვევაში, პროექტზე მომუშავე ჯგუფმა დროეულად უნდა შეასრულოს პროექტის განხორციელებაზე აღებული ვალდებულებები დათქმულ ვადებში. ასევე დროულად მიაწოდოს დამფინანსებლებს დაპირებული საჩუქარი/პროდუქტი, ჩარიცხული თანხის მიხედვით. როდესაც ვადების გადაცილება შეიძლება ჩვეულებრივი უკმაყოფილების და იმიჯის გაფუჭების მიზეზი გახდეს, პროექტის საერთოდ ვერ განხორციელება და მიღებული მსხვილი თანხის არამიზანმიმართულად გაფლანგვა (რაც ძალიან მცირე ალბათობისაა) შეიძლება მედიის ინტერესის ქვეშ აღმოჩდეს ან გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობის შედეგიც მოყვეს, რაც ასევე ერთ-ერთი რისკია.

არსებობს სხვა რისკებიც რომელიც განხილულია ამ სტატიაში: http://www.rmmagazine.com/2013/03/04/the-risks-of-crowdfunding/

მედიას არც წარმატებული პროექტები გამორჩება ხოლმე. ბევრმა პროექტმა საკმაოდ მსხვილი თანხის აგროვება შეძლო და აგროვების პროცესშივე ისეთი მსხვილი გამოცემების და ტელევიზიების ინტერესის ქვეშ მოხვდა როგორიცაა: NY Times, Wired, Forbes, CNN, NBC და სხვა. მაგალითად ერთერთი პროექტი "Coolest Cooler" პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში რომელმაც $13,285,000 ააგროვა 52 დღეში http://goo.gl/BWU9uL.

საინტერესო სტატიები და რესურსები:

IndieGoGo-ზე დაფინანსებული ყველაზე მსხვილი პროექტები ტექნოლოგიებში: https://www.indiegogo.com/explore/technology?filter_quick=most_funded

Kickstarter-ის მსხვილი პროექტები: https://www.kickstarter.com/discover/most-funded

მსოფლიოს ყველაზე მსხვილად დაფინანსებული პროექტების სია Wikipedia-ზე: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_highest_funded_crowdfunding_projects

პროექტების მიმოხილვა და საინტერესო სტატიები Mashable-ზე: http://mashable.com/category/crowdfunding/

საინტერესო სტატიები Forbes-ში: http://www.forbes.com/search/?q=crowdfunding

დაწყების ინსტრუქციები:

ზოგადი ინსტრუქცია - http://www.wikihow.com/Crowdfund

IndiGoGo-ს საფუძვლები - http://go.indiegogo.com/playbook/life-cycle-phase/the-basics

Kickstarter კითხვებზე პასუხი (ჩამოსქროლეთ) - https://www.kickstarter.com/learn?ref=nav

Kickstarter-ის წესები - https://www.kickstarter.com/rules

რჩევები დაწყებამდე - http://www.forbes.com/sites/lawtonursrey/2014/03/18/before-you-launch-your-crowdfunding-campaign-read-this/

რჩევები წარმატებული პროექტისთვის:
https://crowdfundhq.com/10-tips-for-starting-a-successful-crowdfunding-site.html
http://www.forbes.com/sites/amadoudiallo/2014/01/24/crowdfunding-secrets-7-tips-for-kickstarter-success/
http://www.entrepreneur.com/article/234707
http://ignitiondeck.com/id/10-crowdfunding-secrets/

Comments

  • edited November 2014
    პლიუს http://www.patreon.com/ რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ხელოვან ხალხს პირველ ადგილზე მუსიკოსები არიან პროექტების სიმრავლით.

    თუ იურიდიული განხრით აპირებთ საოცრებების მოხდენას https://www.lexshares.com/ ეს გამოგადგებათ

    სამედიცინო საქველმოქმედო განხრით http://www.thoughtful.org/ აქვე http://wehelp.ge/ ც კარგი სტარტაფია

Sign In or Register to comment.