მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

IT ანეკდოტების კრებული

საიტის ძველი ვერსიიდან აქ გადმოვიტან რამდენიმე ანეკდოტს IT-ს გარშემო. იმედია თქვენც დაამატებთ.


* კომპიუტერულ ფირმაში ზარია *

- ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ.
- დიახ. მერე?
- დაიწვა.
- რა დაიწვა?
- ყველაფერი.
- რა ყველაფერი?
- ყველაფერი დაიწვა.
- ყველაფერი როგორ დაიწვა!? მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი?
- მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც...
- CD-ROM-იც?
- კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც...
- ეგ როგორ... რა მოხდა ეგეთი?
- ხანძარი იყო ოფისში...
- ...

***

- მძიმე ბავშვობა მქონდა: ოპერატიული - 64 კბ ...

***

ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9.

ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს კითხეს:

- რას ნიშნავს 6/9 ბავშვი?

განსაცვიფრებელი პასუხი:

- ცოლი მეექვსე თვეშია.
Sign In or Register to comment.