ფორუმზე რეგისტრაცია ახლა უკვე Google Account-ითაც არის შესაძლებელი!
მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

როგორ დავანებოთ თავი Windows-ს?

SkiNnEr*
Posted 16 March 2010 - 04:07 AM

ეს სტატია ეძღვნება იმ დოგმებისგან განთავისუფლებას რომელიც ასე გაუჯდა მოსახლეობის ფენებს. ეს სტატია არ წარმოადგენს რეკლამას, არც მთლიანად ჩემ აზრს, უბრალოდ თანაუგრძნობს მიმდინარეობას. როდესაც GNU/Linux როგორც მიმდინარეობა ან თუნდაც ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა და ნელ–ნელა იზრდებოდა, Microsoft გონივრულად და უხმაუროდ იპარებოდა ჩვენს კომპიუტერებში. გამოუშვეს რა სხვადასხვა სერიები თავიანთი ოპერაციული სისტემების, მათ დაიპყრეს ბაზარი. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენ დავიწყეთ ვინდოუსის სისტემატური გამოყენება, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, რომელიც თან ახლავს მსოფლიო გიგანტის ოპერაციულ სისტემას: დაცვის პრობლემები, ტექნიკური ხარვეზები, ვირუსები, ტროას ცხენები, ხაკერების დარტყმები… მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მომხმარებლები მაინც დაუფიქრებლად აგრძელებდნენ და აგრძელებენ მაიკროსოფტისთვის ფულის გადახდას, ადრე ალბათ უბრალოდ იმიტომ რომ არ ჩანდა სხვა ალტერნატივა. (ბევრისთვის ახლაც ასეა.)

კარგად მესმის ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ ვინდოუსს და გადავიდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ალტერნატივაზე. შეჩვევა მართლა დიდია და გადასვლა სხვა პლატფორმაზე მართლაც რომ მტკივნეული. ვინაიდან ლინუქსი, როგორც ოპერაციული სისტემა წარმოადგენს რადიკალურად სხვა სისტემას. პირადად ჩემ დეიდაშვილს ძალიან გაუკვირდა როდესაც ერთხელაც ჩემ კომპიუტერზე ვინდოუსის ლოგოს მაგივრად OpenSuse–ს ლოგო დაინახა და მისდა სამწუხაროდ CTRL+ALT+DELETE კომბინაციას TASK Manager ის გამოძახება არ მოყოლია. პირველი რეაქცია ასეთი იყო: „ ეს რაღა ჯანდაბაა?“ „ვინდოუსის თემაა?“ „ამაში სტიმი როგორ დავაყენო?“ „არც cmd არ მუშაობს(!)“…




ასე რომ ვინდოუსისადმი მისწრაფება, მიდრეკილება გახდა შეუცნობელი ფენომენი, როდესაც არ იყენებენ ამ ოპერატიულ სისტემას, ბევრს არასრულფასოვნების შეგრძნება უჩნდება.
მაგრამ რას წარმოადგენს ეს მიდრეკილება? მიდრეკილება რომელიც შობს პრობლემებს და წინ ეღობება ადამიანის მისწრაფებას ცვლილებებისკენ. იმდენად შეეთვისა ჩვენ და ჩვენ პერსონალურ კომპიუტერებს მაიკროსოფტის პირმშო, რომ ბევრი უკვე ვეღარ არჩევს კომპიუტერს და პერსონალურ კომპიუტერს, ჰგონია რომ ასე უნდა იყოს და ასე არის.

და მაინც გაჩნდება კითხვა: „რატომაა მიუღებელი სწრაფვა ვინდოუსისკენ, იქნებ მართლა საუკეთესოა“. პირადად მე მიჩნდება ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა:
1. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი და ვუხადოთ ათასობით დოლარი მაიკროსოფტს ყოველ წლიურად ბაგებით გატენილი ოპერაციული სისტემის გამო, როდესაც შეგვიძლია უფასოდ გამოვიყენოთ ღია კოდის მქონდა სისტემები როგორიცაა ლინუქსი და BSD, რომელსაც თავი მიუძღვნეს გაცილებით პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა.
2.რატომ უნდა ვიყოთ რისკის ქვეშ? ვიხადოთ ფული ოპერატიულ სისტემაში რომელშიც თავს დაცულად ვერ ვიგრძნობთ, იმის მაგივრად რომ გამოვიყენოთ ღია კოდის იდეოლოგიით გამსჭვალული მშვიდობიანი პროდუქცია.



ახალი ამბავი არაა რომ ვინდოუსმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს სხვადსხვა მოწყობილობაზე რომელზეც გაშვებულია ეს ოპერაციული სისტემა. მოგეხსენებათ არის მრავალი ვირუსი, რომელიც იწვევს მყარი დისკის დაზიანებას, მბრუნავი დისკის აჩქარება–შენელებით, ასევე არის შემთხვევები როდესაც ასეთი საშიში ვირუსები გავლენას ახდენს, ქულერების ბრუნვის სიხშირეზე და კიდევ მრავალი ზიანი მიაყენოს ჩვენს პერსონალურ კომპიუტერს.
ვინდოუსისგან მოშორების სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები:
მე გადმოგცემთ ძირითად სახეებს იმ ფსიქოლოგიური თამაშის, რომლის თამაშიც უწევს ადამიანს როდესაც შორდება ვინდოუსს.

1. უარყოფა

ბევრი ხმარობს რა ლინუქსს რაღაც პერიოდი, თავს იმართლებს რომ უბრალოდ ტესტავს ამ ოპერატიულ სისტემას და მეტი არაფერი.
მაგალითად: „მე ვიყენებ ლინუქსს გასართობად და შესასწავლად“

2. არასანდოობის შეგრძნება

მიუხედავად მრავალი პრობლემისა რომლებსაც მომხმარებლები მაინც არ ენდობიან ახალს, ახალ პროდუქტს.
მაგალითი: „მე მიწევდა გამომეყენებინა ოპერაციული სისტემა, რომელსაც წლების განმავლობაში მოქონდა ჩემთვის ვირუსები, ტროიანები, BSOD, მიუხედავად ამისა მე მიწევდა მისი გამოყენება და არ მინდა კიდევ ერთხელ მომიწიოს ამ ეტაპის გავლა.“

3. უგუნური, არარაციონალური შიში.

ადამიანებებს, განსაკუთრებით კი დამწყებებს აწუხებთ შიში რომ თუ ვინდოუსს წაშლიან კომპიუტერი საერთოდ აღარ იმუშავებს (!) უკეთეს შემთხვევაში მოახერხებენ კი ისინი თავიანთი ვებ კამერების, პრინტერების კვლავ გამოყენებას?

მაგალითი: „შემეძლება ვწერო წერილები ისევე ადვილად როგორც ვინდოუსზე ვაკეთებდი?“

ასეთ დამწყებებს ვერც კი წარმოუდგენიათ რომ არსებობს ისეთი ალტერნატივები Microsoft Office ის როგორიცაა: Open Office, KOffice, Abi Word, Gnome office, Star Office და ა.შ…

4. უნდობლობის გრძნობის ეფექტი.

ადამიანები არ ენდობიან ახალ პროდუქციას, ახალ ოპერაციულ სისტემას მათ შორის, ახალს მათთვის, თორემ ალბათ დამეთანხმებით GNU/linux არაა ახალი ხილი როგორც OS მაინც, შეიძლება იდეოლოგიას ახლა ეცნობით.

5. როგორ მოვიშოროთ ვინდოუსი?

აი დადგა დრო და თქვენ გადაწყვიტეთ საბოლოოდ მოაშოროთ ვინდოუსი თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან და გადადიხართ რომელიმე ლინუქსის Desktop დისტრუბიციაზე (დესკტოპი იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე განვიხილავ პროცესს ჩვეულებრივი მომხმარებლის მაგალითზე), შემდეგი მითითებები აუცილებლად დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში. დავიწყოთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ზოგადად მაინც უნდა გავეცნოთ იდეოლოგიას GNU/Linux -ის, სამწუხაროდ Windows –ზე არავითარი იდეოლოგიის განხილვა არ დაგვჭირვებია, ამ კორპორაციას თუ აქვს იდეოლოგია, ეს იდეოლოგია კომერციაა და მეტი არაფერი.
არსებობს მრავალი ვებ გვერდი რომელიც გაგვაცნობს Open Source, Free Soft და GNU/Linux დამახასიათებელ ნიუანსებს. GNU/Linux არის ადგილი სადაც თქვენს ყველა კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით გაეცემა პასუხი, არის მრავალი ტექსტური, ვიდეო და აუდიო მასალა. GetLinux – ეს რესურსიც დაგეხმარებათ საკმაოდ დიდი ინფოს მისაღებად GNU/Linux ის შესახებ. დამათებითი ინფო მოიპოვეთ Google–ს საშუალებით. (რომელიც თქვენს IP–თან ერთად უკვე წლებია წარმატებით „ლოგავს“ საძიებო სიტყვებს და მათ კომბინაციებს(!) )
რატომ ლინუქსი?

1. ლინუქსს აქვს ყველაზე მეტი კომპიუტერული მოწყობილობის და აქსესუარის მხარდაჭერა ვიდრე ყველა OSს. ასევე ლინუქსის გამოყენება შეიძლება შედარებით ძვლელ კომპიუტერებზე, რომელთა დეტალები ვერ აკმაყოფილებენ განახლებებით სავსე ვინდოუსის სერიებს. (ყოველი ახალი სერია ვინდოუსის შეიძლება განახლებების ახალ პაკეტად ჩაითვალოს)

2. ლინუქსზე არ გვხვდება ვირუსები.
3. ლინუქსი უფასოა. არ გიჩიჩინებენ რისი უფლება გაქ და რისი არა. როგორც გინდა შეცვალე, გაუზიარე სხვას, გეძლევა სრული თავისუფლება.
4. ლინუქსი გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, აირჩიეთ სასურველი დისტრუბუცია. (უფასოდ(!) )
5. ბევრმა ლინუქსის დისტრომ გახადა უმარტივესი ინსტალაცია და რაც მთავარია სწრაფი. მოგეხსენებათ რამხელა დროსთანაა დაკავშირებული თუნდაც windows XP–ს გადაყენება.
6. ლინუქსი შეესაბამება ინდუსტრიალურ სტანდარტებს. ფაქტიურად არც არაფერია ლინუქსის სისტემაში საკუთრება და დაპატენტებული, მცირე გამონაკლისების გარდა. (ზოგიერთი დისტროს დაპატენტებული ფორმატები და პროგრამები)

ახლა კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ მოვიშოროთ თავიდან ვინდოუსი საბოლოოდ:

1. ერთხელ და საბოლოოდ წაშალეთ ვინდოუსი. ( ისე არა „ჰმ, ეხლა არა მაგრამ მალე წავშლი“)
2. გატეხეთ და კრემაცია გაუკეთეთ ვინდოუსის დისკს!
ხშირად ხდება რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ხელახლა აყენებენ ვინდოუსს, ამ ეფეტს ეწოდება „რიკოშეტის სინდრომი“. ასე რომ თუ ვინდოუსის დისკი არ გვექნება ფაქტია ვერც დავაყენებთ და მადლობა ღმერთს ვინდოუსს არ გამოუშვია Live-CD , ასე რომ საჭიროა დისკი.
3. არასოდეს გააკეთოთ Dual Boot, დიდი შანსია რომ არჩევანში ვინდოუსს უფრო ხშირად აირჩევთ.
4. შეინახეთ ყველაფერი რაც გაქვთ ვინჩესტერზე და უბრალოდ დააფორმატეთ რომელიმე ლინუქსის ფაილების სისტემაში. საბოლოოდ მოიშორეთ NTFS და FAT32, FAT.
5. დააყენეთ რომელიმე Desktop Linux Distrbution (DLD) სახლის კომპიუტერზე. მე პირადად დასაწყისისთვის გირჩევთ OpenSuse 11.2 Gnome დესკტოპით, მისი Yast–ი გაგიადვილებთ „აკლიმატიზაციას“.
6. „გაატარეთ“ ყველანაირი უკმაყოფილება და დარდი, რომ თქვენ მიატოვეთ ვინდოუსი. უბრალოდ იფიქრეთ, რომ თქვენ არ გაინტერესებს რას იყენებს სხვა, დატკბით OpenSource და FreeSoft ის სილამაზით.

დადგა დრო რომ გადაწყვიტოთ რა გინდათ, მიიღოთ თავისუფლება თუ დარჩეთ დახურული კოდის იდეოლოგიის ქვეშ და გამოიყენოთ შემოსავალზე გათვლილი, პრობლემატური ოპერატიული სისტემა. შეუერთდით GNU/Linux–ის
Open Source Community –ს და დატკბით არჩევანის თავისუფლებით.


© 2010 SkiNnEr*
Sign In or Register to comment.