მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

Startup მარათონი - განახორციელოთ ბიზნეს იდეა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab) მეშვეობით!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება პროექტი სტარტაპ მარათონი, რომელიც გაძლევთ შანსს დახვეწოთ, განავითაროთ და განახორციელოთ ბიზნეს იდეა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab) მეშვეობით, გაიცნოთ თანამოაზრეები და მიიღოთ ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება.

----

გაქვთ ერთი შეხედვით განუხორციელებელი იდეა? საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში პირველად ატარებს პროექტს - სტარტაპ მარათონი, რომელიც გაძლევთ შანსს დახვეწოთ, განავითაროთ და განახორციელოთ ბიზნეს იდეა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (Fablab) მეშვეობით. გაიცნოთ თანამოაზრეები, მიიღოთ ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება.

ყველა დარეგისტრირებული პირი 27 თებერვალს, გაივლის სატრენინგო კურსს, ლაზერული მჭრელის (Laser Cutter) მუშაობის პრინციპის შესახებ. გაიგებთ რა შესაძლებლობები გეძლევათ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში. აგრეთვე, გაიგებთ ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივებს.

ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, ასევე შექმნან პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია. შერჩეული მონაწილეები გადავლენ პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს პროტოტიპის შექმნასა და მის რეალიზებას. პროდუქტის ბაზარზე გატანა პირველად მოხდება პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე.

ერთი და იგივე პროფილის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ ერთმანეთი, ერთად იმუშაონ იდეებზე და ამ სინერგიის საფუძველზე შეიქმნას ინოვაციური პროექტები, რომლებიც სააგენტოსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მხარდაჭერით გარდაიქმნება რეალურ პროდუქტებად და ბიზნესად.

პროექტის მიზანს წარმოადგენს დარგის ცნობადობის ამაღლება და სფეროში ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა ასევე ინოვაციური სტარტაპ კომპანიების შექმნა, რომლებიც თავისი პროდუქტის პროტოტიპირებას სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ბაზაზე მოახდენენ.

თუ არ გაქვთ ბიზნეს იდეა, მაგრამ დაინტერესებული ხართ და გინდათ პროექტში მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ტრენინგის მიმდინარეობისას ჩამოაყალიბოთ გუნდი, ერთად იმუშაოთ ახალ იდეებზე ან არსებულის განვითარებაზე.

სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1B6EMKfSdMF8LkUaLXO8m2U1CpYjskXiwpjzfe2OzxjY/viewform

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ბერიშვილი
Tel: 555 55 43 55
E-mail: aberishvili@gita.gov.ge
Sign In or Register to comment.