მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

თბილისში ახალი ჰაკათონი ტარდება, 30 მაისი - 1 ივნისი, პრიზი ~3000$

დღეს მივიღე საინტერესო მეილი შემდეგი ტექსტით:

"ვიწვევთ ყველა დეველოპერს , დიზაინერს, ტექნოფილს, ნოვატორ ლიდერს და აქტიურ მოქალაქეს: გაქვთ, ახალი იდეები, მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? გსურთ, იყოთ საქართველოში სოციალური ინოვაციების მესაჭე? დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ მონაწილეობა 30 მაისი - 1 ივნისის ჰაკატონში, რომელსაც უმასპინძლებს Garage48 და მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო.

ჰაკათონის ივენთი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/1485639544984086/

ეს არის ღონისძიება, გაბედული და ახალ წამოწყებებზე ორიენტირებული, აქტიური ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი ახალი იდეა გარდაქმნან პროდუქტად (ან მუშა პროტოტიპად), ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა უნარების და როლების მქონე ადამიანებს:

• დიზაინერები - დამოუკიდებელი მოაზრონვეები, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ იდენტობას და მომხმარებლის ინტერფეისის

• ვებ დეველოპერები - HTML / CSS / AJAX / JS

• პროგრამისტები და მობილური აპლიკაციების შემქმნელები

• ნოვატორი ლიდერები ან პროექტის მენეჯერები - ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ბიზნეს იდეების წამოწყება, გუნდების მართვა და სამუშაოს დროულად შესრულება

• მარკეტინგის გურუები

• დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტები, მივესალმებით ასევე ყველა ჟურნალისტს!


ჰაკატონში გამარჯვებულებს გადაეცემათ 3,000 აშშ დოლარამდე ოდენობის განვითარების გრანტები!

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით ონლაინ შემდეგი ფორმის გამოყენებით. თუ, გაქვთ იდეები და გსურთ მათი განვითარება, გამოაგზავნეთ ისინი ელ-ფოსტაზე: info@elva.org 24 მაისს, შუაღამემდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის იდეას.

გაქვთ შეკითხვები? დაუკავშირდით მარკ ვან ემბდენ ანდრესს ელვადან: mark@elva.org. "

საინტერესო რამე ჩანს იმედია აქტიურად ჩაერთვებით...
Sign In or Register to comment.