ფორუმზე რეგისტრაცია ახლა უკვე Google Account-ითაც არის შესაძლებელი!
მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

როგორ მივიღოთ გრავატარის url მისამართი Wordpress-ის ტემპლეიტში ( get_avatar_url მეთოდის ალტერნატივა)

ცოტა ხნის წინ PCMania გაგვეთიშა. Wordpress-ი დააპდეიტდა 4.2 ვერსიაზე, ამ უკანასკნელს კი get_avatar_url-ის ხელით გაწერილ ფუქნციაზე 'ალერგია' დაეწყო და მთელი სისტემა დაბლოკა.

მოკლედ აქამდე სტატიების ავტორების ფოტოებს (ავატარებს) ასე ვაჩენდი:

function get_avatar_url($get_avatar){
preg_match("/src='(.*?)'/i", $get_avatar, $matches);
return $matches[1];
}

და მერე ტემპლეიტში ვიძახებდით შემდეგნაირად :

< img src="<? echo get_avatar_url(get_avatar( $curauth->ID, 80 )); ?>" align="left" class="authorimage" />

კოდის სრული განხილვა ნახეთ ამ ვებგვერდზე: http://goo.gl/dWZ0Ka

Wordpress 4.2 -ში ეს კოდი აღარ მუშაობს.

ღრმა კვლევა არ ჩამიტარებია თუ რატომ, პირდაპირ ახალ მეთოდზე მუშაობა დავიწყე. მოკლედ თუ თქვენც აქამდე წინა ან სხვა მეთოდს იყენებდით და აღარ მუშაობს, ჩემი კოდი სავარაუდოდ წაგადგებათ:

function my_gravatar_url()
{ // ვიღებთ მომხმარებლის იმეილს
$user_email = get_the_author_meta( 'user_email' );
// ვაკონვერტირებთ იმეილს md5 hash-ში და სურათის ზომას ვაყენებთ 80 პიქსელზე
$user_gravatar_url = 'http://www.gravatar.com/avatar/' . md5($user_email) . '?s=80';
// გამოგვაქვს უშუალოდ სურათის url
echo $user_gravatar_url; }


ტემპლეიტში კი უბრალოდ იძახებთ ფუნქციას საჭირო ადგილას (img ტეგში src ატრიბუტში)

< img src="<?php my_gravatar_url() ?>" />


შენიშვნა: გამოძახება ლუპის (loop) შიგნით უნდა ხდებოდეს ვინაიდან ფუნქციას სჭირდება ამოიცნოს მომხარებელი და ბაზიდან ამოიღოს მისი იმეილის მისამართი
Sign In or Register to comment.