მოგესალმებით!

გთხოვთ პირველ რიგში გადახედოთ ფორუმის წესებს.

თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი და გაივლით რეგისტრაციას, თქვენს ელფოსტაზე მოგივათ წერილი რომლითაც აუცილებლად უნდა დაამოწმოთ თქვენი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ფორუმით სარგებლობას.

გაითვალისწინოთ რომ ფორუმი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რას ნიშნავს საიტზე ძრავის დაყენება და რომელია Wordpress-ის მსგავსი ძრავები

მოგესალმებით.
ხო არ იცით დაცვის სისტემა საიდან ყენდება და რა ტიპის დაცვის სისტემებია. ვგულისხმობ თუ არსებობს უფასო ნორმალური დაცვის სისტემა, ან არ არსებობის შემთხვევაში ნორმალური ფასიანი დაცვის სისტემა რა ღირს და რომელია?

ეს ერთი. მეორე. ცოტა შეიძლება დილეტანტურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინტერესებს საიტის ძრავაზე რომ მიდის საუბარი, აი რომ იძახიან საიტზე აუცილებელია რამე ძრავის დაყენება, ეგ რას ნიშნავს? მაგალითად ვორდპრესის ანალოგზე ვაწყობ საიტს(დომეინი .ge-ზე) და რა ძრავა შეიძლება დაყენდეს?

Comments

  • edited May 2015
    პ.ს ფორუმი დასახვეწია.(ბევრი ნიუანსია შესაცვლელი, რჩევისთვის)
  • სამწუხაროდ დაცვის სისტემებზე კითხვა ვერ გავიგე, ალბათ რამე სოფტვეარი გჭირდებათ რომელიც მე პირადად არ ვიცი სად და როგორ იშოვება.

    საიტზე ძრავის გამოყენება ნიშნავს შემდეგს:

    არსებობს დინამიური და სტატიკური ვებსაიტები. დინამიურია ვებსაიტი თუ იგი საჭიროებს პერიოდულ განახლებებს (კონტენტისას) და შესაბამისად გააჩნია კონტენტის შესანახი მონაცემთა ბაზა. იმისათვის რომ საიტმა იფუნქციონიროს, გამოიტანოს / ჩაწეროს / ან წაშალოს მონაცემთა ბაზიდან ჩანაწერები, საჭიროა გარკვეული "ძრავა" ანუ პროგრამული უზრუნველყოფა. ვორდპრესი ერთ-ერთი ასეთი ძრავაა. უფრო გავრცელებულად ამ "ძრავებს" უწოდებენ CMS-ს (კონტენტ მენეჯმენტ სისტემას).

    არსებობს უამრავი პოპულარული და კიდე უფრო მეტი არაპოპულარუი კონტენტ მენეჯმენტ სისტემა. ზოგიერთი დეველოპერი თავისით ქმნის ასეთ სისტემას მისი საიტისთვის მორგებული ფუნქციონალობის მისაღებად.

    ვორდპრესის მსგავსად პოპულარული ძრავები ანუ კონტენტ მენეჯმენტ სისტემებია Joomla!, Drupal-ი და სხვა.
  • აჰა გასაგებია , მადლობა. ვორდპრესი მაქვს, ესე იგი ძრავის მხრივ ნორმალურადაა საქმე. გადავხედე სხვა ინფორმაციებსაც და ვორდპრესი ერთ-ერთი საუკეთესოა, ბაგები 0მდეა დასულია, რადგან უამრავი ვებ პროგრამისტი მუშაობს ვორდპრესზე.
This discussion has been closed.